ჩვენს შესახებ
აღმოაჩინე ინოვაციური თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მუხტი და მისი უნიკალური პროდუქტი.
ჩვენს შესახებ
კოოპერატივი „სოფლის იმედი“ დაარსდა 2014 წლის აპრილში თხილის სექტორის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით.
საწყის ეტაპზე კომპანია უზრუნველყოფდა გაუტეხავი თხილის მიწოდებას ადგილობრივ მომხმარებლამდე, ხოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გააფართოვა მომსახურების სია და დღეს უკვე სრულად არის ინტეგრირებული თხილის გადამუშავების ჯაჭვში.
ჩვენი მისიაა სოფლის მეურნეობის სექტორში მდგრადი და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვა, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი სოფლების განვითარებას და საერთაშორისო ბაზარზე ქართული თხილის პოზიციონირებას.
ჩვენი ხედვა
„სოფლის იმედი“ ისახავს მიზნად გახდეს თხილის სექტორის ლიდერი და ინოვატორი საქართველოში, რომელიც ცნობილია როგორც ხარისხის, სანდოობისა და გარემოზე პასუხისმგებლობის სიმბოლო. ჩვენ ვხედავთ მომავალს, სადაც ქართული თხილი ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიო ბაზარზე
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა მაღალი ხარისხის თხილის წარმოება და გადამუშავება უნარჩენო პრინციპებით, მომხმარებლებისთვის სანდო და ეკომეგობრული პროდუქციის მიწოდება, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარება და გლობალურ ბაზარზე ქართული თხილის პოზიციონირება.